ჩვენ შესახებ
მთავარი მიმართულებები: ავეჯის დამზადება, კარების დამზადება წარმოება.
კომპანია "ერგო" დაარსდა 2005 წელს. კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს: კერძო და სერიული ავეჯის დამზადება, ასევე კარების დამზადება და წარმოება, დიზაინერული მომსახურეობა, ბინების, ოფისების, სახელმწიფო ორგანიზაციების და კომერციული ფართების ინტერიერის დაპროექტება და შესრულება.
კომპანიაში მომუშავე დიზაინერთა ჯგუფისა და წარმოების გამართული, დროული და ხარისხიანი მუშაობის შედეგად, კომპანიის მომხმარებელთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, რაზეც მეტყველებს სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციების მაშტაბური პროექტების შესრულება, რომლებმაც ხარისხის მიხედვით უმაღლესი შეფასება დაიმსახურეს; (შემოსავლების სამინისტრო, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო და საგარეო საქმეთა სამინისტრო). ჩვენს მიერ იქნა დანერგილი თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში თანამედროვე ფერებითა და სტილის ავეჯის დამზადება. ჩვენი კომპანია ერთადერთია რომელიც თავის პროდუქციაზე იძლევა 30 წლიან გარანტიას.
დიზაინერული მომსახურეობის ეს სტილი საშუალებას აძლევს მომხმარებელს წინასწარ განსაზღვროს შესასრულებელი პროექტის კომფორტულობა და ვიზუალი. შ.პ.ს. "ერგო" წარმოადგენს ასევე, თურქულ-ავსტრიული კომპანიის "პლატფორმის" ექსკლუზიურ წარმომადგენლობას საქართველოში.
"პლატფორმი" ევროპის 17 ქვეყანაში ანხორციელებს თავისი პროდუქციის ექსპორტს, მათ შორის საქართველოშიც. სწორედ "პლატფორმის" – მიერ წარმოებული მასიური ხის "სენდვიჩური" სტილის პროფილებით აწყობილი კარები წარმოადგენს ნებისმიერი კლიმატური (ტენიან თუ მშრალ) პირობებში გამძლეობის ძირითად მახასიათებელს.კარი არ განიცდის დეფორმაციას და მინიმუმ 30 წლის განმავლობაში ინარჩუნებს პირვანდელ სახეს.
კომპანია "ერგო" არის ასევე აკრილის ქვის მწარმოებელი ფირმა "მაქსტონის" ოფიციალური დილერი საქართველოში. აგრეთვე კვარცის წარმოებაში მსოფლიო ლიდერის ესპანური ფირმა "შილესტონე"-დან ოფიციალური შემომტანი.
კომპანიის დევიზს სახელწოდებიდან გამომდინარე "ერგო" –ერგონიმიკსი წარმოადგენს მაქსიმალურ კომფორტის შექმნა მოცემულ დროსა და სივრცეში.