მოგესალმებით
კომპანია "ერგო" დაარსდა 2005 წელს. კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს: კერძო და სერიული ავეჯისა და კარების წარმოება, დიზაინერული მომსახურეობა, ბინების, ოფისების, სახელმწიფო ორგანიზაციების და კომერციული ფართების ინტერიერის დაპროექტება და შესრულება.კომპანიაში მომუშავე დიზაინერთა ჯგუფისა და წარმოების გამართული, დროული და ხარისხიანი მუშაობის შედეგად, კომპანიის მომხმარებელთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, რაზეც მეტყველებს სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციების მაშტაბური პროექტების შესრულება, რომლებმაც ხარისხის მიხედვით უმაღლესი შეფასება დაიმსახურეს; (შემოსავლების სამინისტრო, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო და საგარეო საქმეთა სამინისტრო). ჩვენს მიერ იქნა დანერგილი თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში თანამედროვე ფერებითა და სტილის ავეჯის დამზადება. ჩვენი კომპანია ერთადერთია რომელიც თავის პროდუქციაზე იძლევა 30 წლიან გარანტიას.